ფეხბურთი

1:05 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია უდანაკარგოდ აგრძელებს შესარჩევ ციკლს

პორტუგალიის ნაკრებმა წარმატებულად დაიწყო ევროშესარჩევი ციკლი. J ჯგუფში შაბათს მათ ბოსნია ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს. რობერტო მარტინესის შეგირდებს 3 ტურის შემდეგ მაქსიმალური 9 ქულა აქვთ. 13 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ.

ბოსნიელებთან დუბლი მიითვალა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შუახაზელმა, ბრუნუ ფერნანდეშმა, ერთი გოლიც ბერნარდუ სილვას ანგარიშზეა.

კრიშტიანუ რონალდუმ 90 წუთს დაჰყო მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112957