ფეხბურთი

0:45 | 18.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე გამარჯვება კვიპროსში მიქაუტაძის და დავითაშვილის გოლებით

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მართალია მძიმე, მაგრამ მაინც და მთავარი ახლა სწორედ 3 ქულაა.

ლარნაკაში, თემურ ქეცბაიას კვიპროსთან ვილი სანიოლის გუნდს ძალიან გაუჭირდა. ფრანგმა სპეციალისტმა ისევ 3-მცველიანი სქემა აირჩია, შეტევაში კი ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ჩაკვეტაძე გაამწესა.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტი ქეცბაიას გუნდმა შექმნა. თუმცა, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა და გუნდი იხსნა, დამატებაზე კი ცარიელი კარიდან ლუკა ლოჩოშვილმა და ოთარ კაკაბაძემ ბურთი ერთობლივად გამოიტანეს. საქართველო ცდილობდა სახიფათო მომენტების შექმნას, მაგრამ კვიპროსი თავს კარგად იცავდა. ყველაზე კარგი მომენტი გიორგი ჩაკვეტაძეს ჰქონდა, რომელიც ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ კვარაცხელიამ დატოვა, მაგრამ გიორგის მეკარემ აჯობა.

თუმცა, 31-ე წუთზე მასპინძელთა მცველს გიორგი მიქაუტაძემ ბურთი ჩაუჭრა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. ეს მისი მეორე გოლი იყო მიმდინარე შესარჩევ ციკლში. ამის მიუხედავად, საქართველომ ტაიმი ვერ მოიგო. მე-40 წუთზე საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილმა მსაჯის აზრით თამაშის წესი დაარღვია და პენალტი დაინიშნა, რომელიც იოანის პიტასმა ზუსტად დაარტყა - 1:1.

მეორე ნახევარში კვიპროსის ნაკრებს რეალური საგოლე მომენტები ჰქონდა. თემურ ქეცბაიას გუნდმა ორჯერ ბურთი ხარიხას გაარტყა და აშკარა გოლს გადავურჩით! ერთხელაც მამარდაშვილმა რთული დარტყმა მოიგერია.

ვილი სანიოლმა თამაშში საბა ლობჟანიძე და ზურიკო დავითაშვილი ჩართო, რაც გადამწყვეტი გამოდგა. საბას პასით ზურიკომ ეფექტური გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა - 1:2.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორ თამაშში 4 ქულა აქვს ჯგუფში მეორე ადგილზეა და ბრძოლას აგრძელებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო მატჩი, 20 ივნისს, გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიის ნაკრებთან, რომელიც 9 ქულით ლიდერია.

კვიპროსი - საქართველო 1:2 (1:1)

ლარნაკა, „ლარნაკა არენა“

კვიპროსი (3-5-2): მალი; კარო (ანტონიადისი 63), გოგიჩი, ლაიფისი; ანტონიუ, ხარალამპუსი, კუსულულისი, კასტანოსი, კორეია; ცონისი (ლოიზუ 60), პიტასი (ხრისტოფი 78)

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კაკაბაძე, კაშია, ლოჩოშვილი (დვალი 87); გოჩოლეიშვილი (ლობჟანიძე 84), კვეკვესკირი (გაგნიძე 74), კიტეიშვილი, აზაროვი; ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 74), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ზივზივაძე 88)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 მიქაუტაძე (31), 1:1 პიტასი (40, პენ), 1:2 დავითაშვილი (84)

გაფრთხილება: კარო (16), გოგიჩი (52), ანტონიუ (56) - კაკაბაძე (17)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) - 19 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ფაბიო ვერისიმუ

1. შოტლანდია 3 3 0 0 7 1 6 9
2. საქართველო 2 1 1 0 3 2 1 4
3. ესპანეთი 2 1 0 1 3 2 1 3
4. ნორვეგია 3 0 1 2 2 6 -4 1
5. კვიპროსი 2 0 0 2 1 5 -4 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11601