სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. ისე, როგორც გასული წლის 17 ივნისს ანტალიაში, სანდრო წლევანდელ 17 ივნისსაც კონტინენტის საუკეთესო მოფარიკავის ტიტულს დაეუფლა.
გადამწყვეტ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ უნგრელი ანდრაშ სატმარი 15:11 დაამარცხა.
სანდრო ბაზაძის უნიკალური სერია გრძელდება! FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მე-12 პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.
ფინალამდე ბაზაძემ მეოთხედფინალში ფრანგი ბოლად აპიტი 15:7, ხოლო ნახევარფინალში თურქი ენვერ ილდირიმი ასევე 15:7 დაამარცხა.