საქართველოს ნაკრები დღეს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ გურამ კაშიამ და გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრეს.
გურამ კაშია: "ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჯგუფში გავიმყაროთ მდგომარეობა, საიდანაც გვექნება მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი. ახლა მხოლოდ კვიპროსთან თამაშზე ვფიქრობთ. მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, ყველა ჯანმრთელადაა, ყველა მზად არის სათამაშოდ და ვფიქრობ საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს".
გიორგი მიქაუტაძე "მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ბევრი გოლი გავიტანე, ლიგა 1-ში გადავედი "მეცთან" ერთად. ახლა ნაკრებში ვარ, რომ საქართველოს დავეხმარო და მოვიგოთ ეს ორი მატჩი".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ნორვეგიასთან ფრედ ითამაშა (1:1), ხოლო კვიპროსი შოტლანდიასთან დამარცხდა. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.