ფეხბურთი

0:25 | 17.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მზადაა ტეო ერნანდესი 60 მილიონად გაყიდოს

„მილანი“ ტეო ერნანდესის გაყიდვას არ გამორიცხავს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, იტალიური კლუბი სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში ფრანგ მცველს შეელევა.

წყაროს თანახმად, ტეო 60 მილიონ ევროდაა შეფასებული. ყველაზე მეტად მას „მანჩესტერ იუნაიტედის“ უკავშირებენ და თუ შეთავაზებას „როსონერი“ მიიღებს, ფეხბურთელის ინგლისში გადასვლა გამორიცხული არაა.

60 მილიონ ევროს კი მილანელები ტეოს შემცვლელის გარდა, სხვა პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენებენ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

ტეო ერნანდესმა კარიერა „ატლეტიკოში“ დაიწყო, შემდეგ „ალავესში“, „სოსიედადსა“ და „რეალში“ ითამაშა, 2019 წელს კი იტალიელებმა ის 20 მილიონ ევროდ შეიძინეს. მას შემდეგ ფრანგმა „როსონერის“ რიგებში ჩატარებულ 167 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.

0.121046