ფეხბურთი

23:48 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერის" მწვრთნელად პეპ გვარდიოლას ასისტენტი დაინიშნა

ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდნილი „ლესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელად ენცო მარესკა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

43 წლის სპეციალისტმა „მელიებთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მარესკა ბოლოს „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო.

ენცო მარესკას მთავარ მწვრთნელად აქამდე მხოლოდ „პარმაში“ უმუშავია, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ეს 2021 წელს მოხდა, ხოლო გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიში“ იმუშავა პეპ გვარდიოლას შტაბში. მანამდე, მწვრთნელის ასისტენტი იყო „ასკოლიში“, „სევილიასა“ და „ვესტ ჰემში“.

საფეხბურთო კარიერაში „ვესტ ბრომვიჩში“, „იუვენტუსში“, „ბოლონიაში“, „პიაჩენცაში“, „ფიორენტინაში“, „სევილიაში“, „ოლიმპიაკოსში“, „მალაგაში“, „სამპდორიაში“, „პალერმოსა“ და „ვერონაში“ ითამაშა.

0.125017