საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და მედიის წარმომადგენლები.
სპორტსმენებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - შოთა ხაბარელმა და დავით გობეჯიშვილმა.
ლერი ხაბელოვი: „ჩვენ წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრება - ევროპული თამაშები, რომელსაც ამჯერად პოლონეთი მასპინძლობს. სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და სპორტული ფედერაციების ჩართულობით, ოლიმპიურმა კომიტეტმა უზრუნველყო მზადების საუკეთესო პირობები ჩვენი სპორტსმენებისთვის. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული. მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს სპორტსმენს-აჩვენეთ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი, გაიღეთ ყველაფერი გამარჯვებისთვის, ღირსეულად წარმოაჩინეთ ჩვენი ქვეყანა. გისურვებთ წარმატებებს."
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარემ, კარატისტმა გოგიტა არქანიამ. მან სრულფასოვანი მზადებისთვისთვის მადლობა გადაუხადა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და სპორტის სამინისტროს, კოლეგა სპორტსმენებს კი წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან : ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე და მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის სახელით ფიცი დადო მოკრივე ლაშა გურულმა.
ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. რიგით მესამე თამაშებს კი 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი უმასპინძლებს.
საქართველოდან მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტის 16 სახეობაში : (მშვილდოსნობა, მხატვრული ცურვა, მძლეოსნობა (გუნდური), კრივი, კანოე სპრინტი, წყალში ხტომა, ფარიკაობა, ძიუდო (გუნდური), კიკბოქსინგი, ტაილანდური კრივი, თანამედროვე ხუთჭიდი, შვიდკაცა რაგბი, ტყვიის სროლა, ტაეკვონდო, კარატე, მაგიდის ჩოგბურთი) იასპარეზებს 99 სპორტსმენი.
მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.
აღნიშნული ღონისძიების დაწყებამდე სეოკ-ში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა III ევროპულ თამაშებზე (კრაკოვი, 21 ივნისი - 2 ივლისი, 2023 წ.) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა.
III ევროპულ თამაშებზე (21ივნისი - 2 ივლისი, 2023 წ., კრაკოვი, პოლონეთი )
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა
ოლიმპიური სოფელი
ტყვიის სროლა
1. ნინო სალუქვაძე
2. ცოტნე მაჭავარიანი
3. ლიზი კილაძე
4. ლევან ქადაგიძე
5. კაკო მოსულიშვილი
6. მარიამ ფროდიაშვილი
7. იაროსლავ სტარცევი
8. მეგი ქადაგიძე - მწვრთნელი
9. პავლე ლაკია - მწვრთნელი
მშვილდოსნობა
10. ციკო ფუტკარაძე
11. თამაზ ფუტკარაძე - მწვრთნელი
ტაეკვონდო
12. ზურაბ კინწურაშვილი
13. იოსებ ოსიძე - მწვრთნელი
კარატე
14. გოგიტა არქანია
15. ხვიჩა კიპაროიძე
16. ირაკლი ტყებუჩავა - მწვრთნელი
17. ფირუზ თუნაძე - სამედიცინო პერსონალი
წყალში ხტომა
18. ირაკლი საკანდელიძე
19. სანდრო მელიქიძე
20. თორნიკე ონიკაშვილი
21. ჭოლა ჭანტურია - მწვრთნელი
მხატვრული ცურვა
22. მარია ალავიძე
23. ანი ყიფიანი
24. მანანა ჩანქსელიანი - მწვრთნელი
კიკბოქსინგი
25. ლიკა კეჭაღმაძე
26. ემილ ხალილოვი
27. ლუკა შონია
28. ზურაბ ივანიაძე
29. შოთა ჯავახია - მწვრთნელი
30. გოჩა ჯავახია - ფედერაციის პრეზიდენტი
(ტაილანდური კრივი)
31. გიორგი კლეინი
32. ელენე ლოლაძე
33. სლავა მარგიშვილი
34. ნიკა ბეგოიძე - მწვრთნელი
მაგიდის ჩოგბურთი
35. ანა ნიკოიანი
36. ჟელკო დიმიტრევიჩი - მწვრთნელი
თანამედროვე ხუთჭიდი
37. გაგა ხიჯაკაძე
38. გიორგი ცხადაძე
39. ქრისტინა ჭიტაძე
40. კახა გოცირიძე - მწვრთნელი
კანოე სპრინტი
41. ზაზა ნადირაძე
42. ბადრი ყაველაშვილი
43. მარიამ ქერდიკაშვილი
44. გია გაბედავა
45. მალხაზ ჭინჭარაშვილი
46. კახაბერ ლომიშვილი - მწვრთნელი
47. იჰორ როდომსკი - მწვრთნელი
ფარიკაობა
48. სანდრო ბაზაძე
49. ბექა ბაზაძე
50. გოგა კაკაურიძე
51. ვახტანგ არჩვაძე
52. ლაშა გალუაშვილი
53. გიორგი ჯავახიშვილი
54. ლუკა ღაღანიძე
55. არჩილ უგულავა
56. ლიკა ჯიჯეიშვილი
57. ალექსანდრა კუვაევა
58. ანასტასია სპასი
59. თამილა მურიდოვა
60. მაია გუჩმაზოვა
61. არინა კორნეევა
62. ანზორ ალბრეხტი
63. სერგო ხატიაშვილი - მწვრთნელი
64. ივან ბომკო - მწვრთნელი
65. ზბიგნევ კონზალსკი - მწვრთნელი
66. კრისტიან ბაუერი - მწვრთნელი
67. ირაკლი ღაღანიძე - მწვრთნელი
68. გიორგი მახვილაძე - სამედიცინო პერსონალი
კრივი
69. სახილ ალახვერდოვი - 51 კგ
70. არტიუშ გომციანი - 57 კგ
71. ლაშა გურული - 63.5კგ
72. ესკერხან მადიევი - 71 კგ
73. გიორგი ყუშიტაშვილი- 80 კგ
74. არტიომ იორდანიანი - 92 კგ
75. ნიკოლოზ ბეგაძე + 92კგ
76. ანა ხუნჯუა - 54 კგ
77. ბეჟან ჭიჭინავა - მწვრთნელი
78. ილია ტლაშაძე - მწვრთნელი
79. თეიმურაზ ოჩიგავა - მწვრთნელი
80. ბექა ბრეგაძე - სამედიცინო პერსონალი
ძიუდო
81. ლაშა შავდათუაშვილი - 73 კგ
82. გიორგი ტერაშვილი - 73 კგ
83. ლუკა მაისურაძე - 90 კგ
84. ლაშა ბექაური - 90 კგ
85. გელა ზაალიშვილი + 100 კგ
86. გურამ თუშიშვილი + 100 კგ
87. ეთერ ლიპარტელიანი - 57 კგ
88. ეთერ ასკილაშვილი - 70 კგ
89. სოფიო სომხიშვილი + 78 კგ
90. ლაშა გუჯეჯიანი - მწვრთნელი
91. ნოდარ მეტრეველი - მწვრთნელი
92. გია თენაძე - მწვრთნელი
93. გიორგი ათაბეგაშვილი - ფედერაციის პრეზიდენტი
რაგბი
94. ნიკოლოზ რეხვიაშვილი
95. ბექა გელხვიძე
96. ლუკა სახელაშვილი
97. ანზორ სიჭინავა
98. სერგი ჩხაიძე
99. იოსებ მათიაშვილი
100. გიორგი ჯობავა
101. გიორგი ფრუიძე
102. ირაკლი სიმსივე
103. რომან მახათაძე
104. გიორგი ჭუაძე
105. გაგა ქევხიშვილი
106. ლაშა ლომიძე
107. გიორგი ლაბაძე - მწვრთნელი
108. ბესო ხამაშურიძე - მწვრთნელი
109. გიორგი გვაზავა - სამედიცინო პერსონალი
110. დავით კობახიძე - სამედიცინო პერსონალი
111. სანდრო ნიჟარაძე - გუნდის მენეჯერი
მძლეოსნობა
112. ლუკა ყუფუნია
113. მინდია ენდელაძე
114. დავით ხარაზიშვილი
115. ბაჩანა ხორავა
116. ლაშა ღულელაური
117. ლაშა ქარქუსაშვილი
118. გიორგი მუჯარიძე
119. თემურ აბულაშვილი
120. ირაკლი ჟორჟოლიანი
121. თემურ მამედოვი
122. გიორგი ლომიძე
123. ლიკა ხარჩილავა
124. ანა სოხაძე
125. გაიანე უსტიანი
126. ასია ჩარუხჩიანი
127. ნატა გრიგორიანი
128. სოფიკო შათირიშვილი
129. ნინო წიქვაძე
130. ანი მამცაშვილი
131. გოგა ჭიხვარია
132. საბა სოსელია
133. ბელა ჭკადუა
134. დავითი მანთიძე - მწვრთნელი
135. გიორგი ბედოშვილი - მწვრთნელი
136. ლერი ჩიტაიშვილი - მწვრთნელი
137. გიორგი ხარაზიშვილი - მწვრთნელი
138. ზიგმუნდ ზილბერშტეინი - მწვრთნელი
139. უსუფ ღულელაური - მწვრთნელი
140. ნიკა რურუა - მწვრთნელი
141. ნიკოლოზ ორფანოვი - მწვრთნელი
142. ია ცისკაძე - სამედიცინო პერსონალი
143. გვანცა მიქელაძე - ფედერაციის გენერალური მდივანი
144. ალექსი ახვლედიანი - ფედერაციის პრეზიდენტი
ადმინისტრაცია
145. გიორგი ესაკია -მისიის ხელმძღვანელი
146. რუსუდან აფციაური - მისიის ხელმძღვანელის მოადგილე
147. თეონა ომანაძე - პრესატაშე
148. გიორგი კერესელიძე - ადმინისტრაციული პერსონალი
149. ზურაბ კახაბრიშვილი - სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი
150. დიმიტრი ბაღათურია - სამედიცინო პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ
სეოკ-ი
151. ლერი ხაბელოვი - პრეზიდენტი
152. ელგუჯა ბერიშვილი - პირველი ვიცე-პრეზიდენტი
153. ემზარ ზენაიშვილი - გენერალური მდივანი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
154. თეა წულუკიანი - მინისტრი
155. იოსებ ბაღათურია - მინისტრის მოადგილე
156. ალექსანდრე მაისურაძე - დეპარტამენტის უფროსი
157. ანი ბებოშვილი - სამინისტროს აპარატი
158. თამარ მამაგულაშვილი - სამინისტროს აპარატი
159. ანა ნადირაშვილი - სამინისტროს აპარატი
160. ლაშა ხუცაიძე - სამინისტროს აპარატი
ფედერაციათა ხელმძღვანელები
161. ვიაჩესლავ მალიშევი - თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი
162. მერაბ ბაზაძე- ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
თამაშებზე აკრედიტირებილი მსაჯები
1. ვლადიმერი ნუცუბიძე - ძიუდო
2. ირაკლი ბართაია - წყალში ხტომა
3. თამთა მელუა - კარატე
4. ზაზა მჭედლიძე - ფარიკაობა
სადამკვირვებლო ჯგუფი „ბაკურიანი 2025"
1. გერონტი ცინდელიანი
2. შალვა გოდუაძე
აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები
1. ცოტნე მრევლიშვილი
2. თორნიკე გაჩეჩილაძე
3. ხატია ჯიჯეიშვილი
4. ლაშა გოდუაძე
5. მიხეილ კაკაბაძე
6. ნინო აბრამიშვილი
7. თენგიზ ებრალიძე
8. დავითი ფრანგიშვილი
9. ზურაბ დუნდუა
10. თამარ კოდალაშვილი
11. შალვა ცხადაძე
12. ვაჟა ჩხაიძე
13. გიორგი ერთელიშვილი
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სეოკ-ის აღმასკომის წევრად აირჩიეს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და კარატეში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე გოგიტა არქანია.
დღევანდელ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს 2025 წელს საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების საკითხები.
GEONOC.ORG.GE