ფეხბურთი

14:55 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ჯეკო თურქეთში მიდის

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო სავარაუდოდ კარიერას სტამბოლის „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ბოსნიელს „ნერაძურისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები მას დიდი ალბათობით არ განაახლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ედინის პრიორიტეტი სწორედ ეს იყო.

ჯეკოს სარფიანი შემოთავაზება აქვს „ფენერბაჰჩედან“, საიდანაც 2-წლიან კონტრაქტს მაღალი ხელფასით სთავაზობენ. საქმე ისე მიდის, რომ ამ შეთავაზებას ის დათანხმდება და ივლისში თურქული კლუბის წევრი გახდება.

აქვე გეტყვით, რომ ედინ ჯეკო „ინტერში“ 2021 წლიდან თამაშობს და 101 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რომას“, „მანჩესტერ სიტის“, „ვოლფსბურგის“, „ტეპლიცეს“ და „ჟელეზნიჩარის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112773