„ნაპოლის“ კიმ მინ-ჯე სავარაუდოდ დატოვებს. იტალიური მედია წერს, რომ მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი ძალიან რეალურია, რადგან აზიელს გერმანელები 7.5 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით.
კიმის შემცვლელთა შორის კი ბერგამოს „ატალანტას“ მცველი ჯორჯო სკალვინი სახელდება, მაგრამ რუდი გარსიას მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კიდევ ერთი ვარიანტი გამოიკვეთა: „ლანსის“ მცველი კევინ დანსო, რომელსაც ფრანგი სპეციალისტი იცნობს და სურს, რომ დაიმატოს. ჯერჯერობით, მოსალოდნელი ტრანსფერის დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯემ გასულ სეზონში 44 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მან „ნაპოლის“ წარმატებულ სეზონში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.