იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ ჯოვანი სიმეონე შეინარჩუნა, რომელიც გასულ სეზონში იჯარით ჰყავდა დამატებული.
არგენტინელმა თავდამსხმელმა „აძურისთან“ კონტრაქტი 2026-წლამდე, ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმა. ჯოვანი გასულ სეზონში ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი იყო, მაგრამ როცა შანსი მიიღო, ყოველთვის ახერხებდა მაღალ დონეზე თამაშს.
მან სეზონი 33 მატჩით (უმეტესად შეცვლებზე), 9 გოლით და 1 საგოლე პასით დაასრულა.