სხვა

13:42 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები" საქართველოს ჩემპიონები არიან

დასრულდა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. ფინალში ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები" თბილისის „პეგასს" დაუპირისპირდა. ფინალური სერია ორ მატჩს მოიცავდა, რომლის პირველ შეხვედრაში ბსბ-მ 22:21 დაამარცხა პეგასი, ხოლო მეორე მატჩში ძირითადი დრო 23:24 დასრულდა. ამის შემდეგ დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც ბათუმურმა გუნდმა 5:2 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრებს ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

კაცთა ეროვნულ ჩემპიონტში ბრინჯაოს პრიზიორი „ქუთაისი 2015" გახდა, რომელმაც ასევე ორ მატჩიან დაპირისპირებაში წყალტუბოს "პრომეთეს" აჯობა.

საბოლოო მდგომარეობა:

ბსბ (ბათუმი)

პეგასი (თბილისი)

ქუთაისი 2015

შაბათ-კვირას გაირკვევა ქალთა ჩემპიონატის პრიზიორებიც. მესამე ადგილისთვის მატჩში, „აჭარა“ „მართვეს“ დაუპირისპირდება, ხოლო ფინალში ერთმანეთს ფოთის „ოქროს ვერძი" და „ყვარელი“ შეხვდებიან. მატჩები ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

0.115679