ფეხბურთი

23:10 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიომ "ალ-აჰლის" სუპერკონტრაქტზე უარი თქვა

ჟოზე მოურინიოც შეიძლებოდა არაბეთში გადაბარგებულიყო, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, სარფიან შეთავაზებაზე უარი თქვა.

არ დაკონკრეტებულა თანხა, მაგრამ Goal-ის ცნობით, ჟოზეს „ალ-აჰლი“ იწვევდა, რომელიც სუპერკონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ პორტუგალიელმა ისინი უარით გაისტუმრა, რადგან „რომაში“ მუშაობის გაგრძელება სურს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო „რომას“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და კონფერენს ლიგა მოაგებინა, ხოლო აწ დასრულებულ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113901