ფეხბურთი

21:00 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია: "ანჩელოტი რჩება ჩვენს პირველ ვარიანტად"

ბრაზილიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგომ დაადასტურა, რომ ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის მიწვევა სურთ.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობას ტიტეს გადადგომა მოჰყვა, „სელესაო“ მუდმივი მწვრთნელის გარეშეა. სამხრეთამერიკელები კარლო ანჩელოტის პასუხს ელოდებიან.

„დიახ, ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი ანჩელოტისთან და ვფიქრობ, რომ 30 ივნისისთვის სიტუაცია გაირკვევა. შევძლებთ ყველაფრის გარკვევას. ანჩელოტი რჩება ჩვენს A გეგმად და ვიმედოვნებთ, რომ ნაკრებში ის იმუშავებს. სხვა ვარიანტები მხოლოდ მოგვიანებით იქნება გათვალისწინებული. მომდევნო მატჩებს პორტუგალიაში გვინეისა და სენეგალის ნაკრებებთან ჩავატარებთ ფეხბურთელებთანაც შევძლებთ აზრის გაცვლა, რაც ფუნდამენტურია“, - თქვა როდრიგომ.

აქვე გეტყვით, რომ კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117491