ფეხბურთი

17:54 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: "მეეჭვება, რომ დე ლაურენტისის სიაში ვიყო, არავისთან მილაპარაკია"

ფაბიო კანავარომ გამორიცხა, რომ აურელიო დე ლაურენტისის მწვრთნელთა სიაში შეიძლება იყოს. როგორც მან აღნიშნა, მასთან "აძურის" მწვრთნელობაზე არავის უსაუბრია.

„სკუდეტოს მოგებით იგივე ემოცია მქონდა, როგორც ყველას, ვინც მას ძალიან დიდი ხანი ელოდა. შეიძლება ითქვას, რომ უფრო ადრეც შეიძლებოდა მოგება, მაგრამ მთავარია, რომ მოიგო. ეს არის გუნდისა და მწვრთნელის დამსახურება, რომლებმაც განსხვავება შექმნეს. დე ლაურენტისის მწვრთნელთა 40-კაციან სიაში ვარ? არ ვიცი, არა მგონია, ამ სიაში ვიყო. შემიძლია ვთქვა, რომ არავისთან მილაპარაკია. კიმი? რა თქმა უნდა, მისი შეცვლა რთული იქნება, რადგან ერთ-ერთი იყო, ვინც განსხვავება შექმნა“, - თქვა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო ნეაპოლელია და კარიერაც „ნაპოლიში“ დაიწყო, სადაც 1992-1995 წლებში ითამაშა, შემდეგ კი „პარმას“, „ინტერის“, „იუვენტუსის“ და „ალ აჰლის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115199