ფეხბურთი

14:50 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯო: "მუნდიალზე ჩემი არწაყვანა სამარცხვინო გადაწყვეტილება და ღალატი იყო"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ L’Equip-თან ინტერვიუში გაიხსენა 2002 წლის მუნდიალი, სადაც ჯოვანი ტრაპატონიმ იტალიის ნაკრებში არ გამოიძახა.

ბაჯო ფიქრობს, რომ ეს ღალატი და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო:

„ეს იყო სამარცხვინო რამ, რომელიც ძნელად დამავიწყდება ათასი მიზეზის გამო. ჩემთვის ეს არჩევანი არასდროს აუხსნიათ, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ცალი ფეხიც რომ მქონოდა, განაცხადში უნდა ვყოფილიყავი, იმის გამო, რასაც წარმოვადგენდი. სამ მუნდიალზე მქონდა ნათამაშები და ეს იქნებოდა მეოთხე, ამბავი ასე უნდა დასრულებულიყო. ეს იყო ღალატი! ტრავმიდან სამ თვეში დავბრუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის სურვილის გამო, ეს წარმოუდგენელი იყო, სამ თამაშში 3 გოლი გავიტანე, იმ სეზონში კი 11 თამაშში 11 გოლი. მუნდიალის დაწყებამდე თვეზე მეტი რჩებოდა. შეეძლოთ ჩემი გამოძახება და ვარჯიშებზე შეეფასებინათ ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ასე არ მოიქცნენ“, - თქვა ბაჯომ.

შეგახსენებთ, რომ რობერტო ბაჯოს სამ მუნდიალზე აქვს ნათამაშები 9 გოლი გაიტანა (1990, 1994, 1998), რაც იტალიელ ფეხბურთელებში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საუკეთესო შედეგია კრისტიან ვიერთან და პაოლო როსისთან ერთად. ბაჯოს ტრაპატონი „იუვენტუსში“ 3 წელი ავარჯიშებდა და კარგად იცნობს.

0.136968