ფეხბურთი

12:03 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეაუ: "სხვა კლუბში წასვლაზე არ მიფიქრია, მინდა, რომ "მილანში" ისტორია დავწერო"

რაფაელ ლეაუმ „მილანთან“ კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა. როგორც 24 წლის პორტუგალიელმა აღნიშნა, მას სხვა კლუბში წასვლაზე არც უფიქრია, რადგან სურს, რომ „როსონერის“ ისტორია დაწეროს.

„კონტრაქტის განახლების გადაწყვეტილება ბევრად ადრე იყო მიღებული. ჩემს მენეჯერებს ვუთხარი, რომ ეს იყო ის, რაც მინდოდა. როდესაც „მილანში“ მივედი, კლუბი მხარში წარმოუდგენლად მედგა. არც კი მიფიქრა სხვა კლუბზე ან წასვლაზე. მინდა, „მილანში“ ისტორია დავწერო“, - თქვა ლეაუმ.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაუ „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 163 მატჩში 43 გოლი აქვს გატანილი, გასულ სეზონში კი 48 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა. ლეაუმ „მილანთან“ კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ 2028 წლამდე გაახანგრძლივა.

0.117812