სხვა

14:12 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი კბილაშვილი კარიერას რუმინულ „პოტაისა ტურდაში“ გააგრძელებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, ირაკლი კბილაშვილი, კარიერას რუმინულ კლუბ „პოტაისა ტურდაში“ გააგრძელებს.

„პოტაისა ტურდა“ რუმინეთის ჩემპიონატში 2011 წლიდან მონაწილეობს და რეგულარულად ხვდება ფინალურ ოთხეულში. გუნდი მომდევნო წელსაც სერიოზულად აპირებს გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარიერას „პოტაისა ტურდაში“ გავაგრძელებ. აქ თამაში იმის გამო გადავწყვიტე, რომ კლუბს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ყოველთვის იბრძვის მოწინავე პოზიციებისათვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდთან ერთად დასახულ მიზნებს მივაღწიო და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. გუნდის ფანებს კარგად ვიცნობ და მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას. ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდთან ერთად საუკეთესო დროს გავატარებ."

შეგახსენებთ, რომ ირაკლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მან დიდი როლი ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში. წარმატებებს ვუსურვებთ მას და მის გუნდს მომდევნო სეზონში

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

0.118915