ფეხბურთი

0:15 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

აჩერბი: "ჰოლანდი 2-ჯერ დიდია, ვიდრე 3 წლის წინ, არ ვიცი რას ჭამს"

მილანის „ინტერის“ მცველმა ფრანჩესკო აჩერბიმ ერლინგ ჰოლანდთან დუელზე ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელი ნორვეგიელს 2020 წელს მაშინ დაუპირისპირდა, როცა თვითონ „ლაციოში“ იყო, ჰოლანდი კი „დორტმუნდში“.

ამჯერად ისინი „ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მაისურში შეხვდნენ ერთმანეთს და უნდა ითქვას, რომ აჩერბიმ ფინალში მის წინააღმდეგ კარგად ითამაშა. თუმცა, იტალიელი 22 წლის ფორვარდის ფიზიკური შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია.

„ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე 3 წლის წინ, როცა „დორტმუნდში“ იყო. არ ვიცი, რას ჭამს. მან გუნდურად დიდი სამუშაო შეასრულა და დიდებული ფეხბურთელია“, - უთხრა აჩერბიმ იტალიურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ინტერი“ როდრის გოლით 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126474