ბრემენში, „ვეზერშტადიონზე“ გერმანიის ნაკრები უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში მარცხს გადაურჩა.
ჰანსი ფლიკის გუნდი სწრაფადვე ნიკლას ფულკრუგმა დააწინაურა, მაგრამ შემდეგ უკრაინის ნაკრები ათამაშდა შესანიშნავად, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერგეი რებროვს დებიუტი ჰქონდა. ვიქტორ ციგანკოვმა დუბლი შეასრულა, ხოლო ანტონიო რიუდიგერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:3.
უკრაინა 83-ე წუთამდე იგებდა ორბურთიანი სხვაობით, მაგრამ ალემანებმა კაი ჰავერტცისა და იოზუა კიმიხის გოლებით მარცხს თავი დააღწიეს - 3:3.
უკრაინის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის უახლოეს ორ მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მალტას წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო გერმანია საკვალიფიკაციო ციკლისგან თავისუფალია, პოლონეთისა და კოლუმბიის ნაკრებებთან ისპარინგებს.
გერმანია - უკრაინა 3:3 (1:2)
გოლები: 1:0 ფულკრუგი (6), 1:1 ციგანკოვი (19), 1:2 რიუდიგერი (23, ა.გ), 1:3 ციგანკოვი (56), 2:3 ჰავერტცი (83), 3:3 კიმიხი (90)