ფეხბურთი

3:12 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაის 20-წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ურუგვაის 20-წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სამხრეთამერიკელებმა არგენტინაში ჩატარებული მუნდიალის ფინალში იტალიის ნაკრებს 1:0 აჯობეს.

86-ე წუთზე ლუსიანო გონსალესმა ურუგვაელთა უპირატესობა ლოგიკურ გოლში ასახა და ურუგვაიმ ორი წაგებული ფინალის შემდეგ პირველად მოახერხა ისტორიაში 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება.

იტალიისთვის ეს პირველი ფინალი იყო მუნდიალზე ამ ასაკში და მიუხედავად იმისა, რომ ფინალამდე გზა დიდებულად განვლო, გადამწყვეტი თამაში პრაქტიკულად უშანსოდ წააგო, რადგან საგოლე მომენტიც არ ჰქონია. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ იტალიამ ბოლო სამ 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა: 2017 წელს მესამე, 2019 წელს მეოთხე და 2023 წელს მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც 7 გოლით იტალიელი ჩეზარე კაზადეი გახდა, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველია და ეს შედეგი უფრო დასაფასებელია. ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მეკარედ ასევე იტალიელი, სებასტიანო დესპლანშესი აღიარეს.

აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის ნაკრებმა სამხრეთ კორეა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109797