ფეხბურთი

1:37 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერის დიდებული საქციელი: "გაჩერდით, არ გინდათ, მეტოქეს პატივი ეცით!" (+VIDEO)

კლაუდიო რანიერი ყოველთვის სარგებლობდა განსაკუთრებული იმიჯით და დღეიდან უფრო მეტად ასე იქნება.

„კალიარიმ“ სერია A-ში გადასვლელ პლეი-ოფში „ბარის“ ელიტის საგზური ხელიდან 94-ე წუთზე გამოგლიჯა და სარდინიელები აღზევდნენ. მატჩის შემდეგ „კალიარის“ ფანები „ბარის“ შეურაცხყოფას აყენებდნენ და დასცინოდნენ, სტუმართა სექტორი სკანდირებდა - „ბარი სერია B-ში!“.

რანიერი თავისი გუნდი ფანებთან მივიდა და მოუწოდა, რომ ეს ყველაფერი შეეწყვიტათ, რამაც შედეგი გამოიღო. რანიერიზე კი ახლა ყველა წერს და ლაპარაკობს. კლაუდიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ჯენტლმენია.

„არ მესმის რატომ უნდა უქომოგო წინააღმდეგ და არა საკუთარ გუნდს. „ბარი“ დიდებული მეტოქე იყო“, - აღნიშნა მედიასთან მატჩის შემდეგ გამოცდილმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერის სეზონის მიმდინარეობისას უხმეს „კალიარიში“ და მან გუნდი კრიზისიდან გამოიყვანა, საბოლოოდ კი სერია A-ში დააბრუნა. ეს სარდინიულ გუნდში კლაუდიომ უკვე მეორედ გააკეთა - პირველად შორეულ 1990 წელს!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116764