ფეხბურთი

23:40 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები

ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი დაასახელა.

ესპანელმა ფეხბურთელმა „სიტის“ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მეოთხედფინალში „ბაიერნის“ კარი დალაშქრა, ხოლო ფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.

უეფამ გამოავლინა სეზონის სიმბოლური ნაკრებიც, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია არ არის. მოგეხსენებათ, ქართველი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. თუმცა, სიმბოლურში მის პოზიციაზე ვინისიუსია.

ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი)

მცველები: კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი)

ნახევარმცველები: ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), როდრი (მანჩესტერ სიტი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ერლინგ ჰაალნდი (მანჩესტერ სიტი), ვინისიუსი (რეალი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117999