ნოვაკ ჯოკოვიჩი როლანდ გაროსის ჩემპიონია! სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუუდი პრობლემების გარეშე, სამ სეტში დაამარცხა.
სამივე სეტში იყო ბრძოლა, განსაკუთრებით პირველში, რომელიც ნოლემ ტაიბრეიკზე მოიგო (7:6), შემდეგ კი მეტოქეს 6:3, 7:5 აჯობა. მთლიანობაში ნოვაკს პრობლემა არ ჰქონია და გამარჯვებამდე საქმე იოლად მიიყვანა.
შეხვედრა 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა 11 ეისი შეასრულა, მეტოქემ მხოლოდ 4, ხოლო ორმაგი შეცდომა ორივეს თითო ჰქონდა. სერბს 52 ვინერსი ჰქონდა, ნორვეგიელს - 31.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო ეს მისი 23-ე გრანდ სლემის ტიტულია, რაც რეკორდია. მან რაფაელ ნადალს გაასწრო. გარდა ამისა, ჯოკოვიჩი პირველი კაცი ჩოგბურთელია, რომელმაც თითოეული გრანდ სლემი მინიმუმ სამჯერ მოიგო.
ნოვაკ ჯოკოვიჩი - კასპერ რუუდი 3:0 (7:6, 6:3, 7:5)