მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ კილიან მბაპეს შეიძენს, მაგრამ მომავალში.
„სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა პსჟ-ს ვარსკვლავის შესახებ დასმულ შეკითხვას მოკლედ უპასუხა: „მბაპეს შევიძენთ, ოღონდ ამ ზაფხულში არა“.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „რეალში“ გადასვლასთან ახლოს გასულ ზაფხულს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა და ფრანგმა პარიზელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.