რაგბი

11:38 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

Rugby World: 10 რამ რაც აკა ტაბუცაძის შესახებ უნდა იცოდეთ

„ლელოების მანქანა“ – ასე მოიხსენიებს ბორჯღალოსანთა ფრთა აკა ტაბუცაძეს, 60 წლის ისტორიის მქონე სარაგბო გამოცემა Rugby World-ი, რომელიც ქართული რაგბის ბოლოდროინდელი, ისტორიული წარმატებების ფონზე, სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ქართველ მორაგბეებს.

ტაბუცაძეს 26 წელი აგვისტოში შეუსრულდება. დღემდე მის ანგარიშზე 28 მატჩში 27 გატანილი ლელოა (!), რაც უნიკალური მაჩვენებელია. გატანილი ლელოების რაოდენობით, ის ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს გაუტოლდა და შემდეგი შედეგიანი შეტევა მას ბორჯღალოსანთა ისტორიაში ერთპიროვნულ საუკეთესო მელელოვედ აქცევს. ეს შესაძლოა წელსვე მოხდეს, რადგან ბორჯღალოსნებს მინიმუმ 7 თამაში ელით – 3 გასახურებელი (რუმინეთი, აშშ, შოტლანდია) აგვისტოში და 4-იც მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე.

„საქართველო მსოფლიო თასზე დიდი ოცნებით მიდის – მოიპოვოს ფლეი ოფის საგზური, რის მიღწევაშიც ხაზის მოთამაშეებს გადამწყვეტი როლი ექნებათ.

საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე საკვანძო ფიგურა იქნება და გაგაცნობთ 10 ფაქტს, რომელიც მის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ:

  1. დაიბადა 1997 წლის 19 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. აკაკი ტაბუცაძე შალვა და ირინა ტაბუცაძეების მეორე ვაჟია.
  2. რაგბამდე ის 6 წლის განმავლობაში ფეხბურთს თამაშობდა ‘საბურთალოში’. აკა 13 წლის იყო ფეხბურთს თავი რომ დაანება.
  3. 16 წლის იყო როდესაც რაგბზე მივიდა კლუბ ‘ლელოში’ და სწრაფად იქცა გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ.
  4. კაცთა გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და გუნდს დიდი 10-ის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა – 2015 და 2016 წლებში.
  5. ახალგაზრდულ ნაკრებებში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ტაბუცაძეს 7-კაცაში უხმეს, სადაც სპრინტერული და დამაგვირგვინებელი უნარები კიდევ უფრო დახვეწა.
  6. საერთაშორისო არენაზე მისი დებიუტი 2020 წელს, ესპანეთთან შედგა. მან თამაში ფრთაზე, სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 1 ლელო გაიტანა, მომდევნო შეხვედრაში კი – 4!
  7. ტაბუცაძემ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლელო 2021 წელს საფრანგეთს გაუტანა.
  8. ტაბუცაძე 2022 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის, ასევე 2022 და 2023 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვეა.
  9. სისწრაფისა და რეაქცების გამო, მისი თიკუნია „ტყვია“.
  10. 2023 წელს, ტაბუცაძეს აქვს შანსი, რომ გატანილი ლელოებით მამუკა გორგოძეს გადაასწროს და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდეს – ეს შესაძლოა მსოფლიო თასზე მოხდეს.
0.115051