ფეხბურთი

1:34 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტილემანსი „ასტონ ვილაში“ გადადის

ბელგიელი ნახევარმცველი, იური ტილემენსი, რომელსაც პრემიერლიგიდან გავარდნილ „ლესტერთან“ კონტრაქტის ვადა ეწურება, „ასტონ ვილაში“ გადავა - გვამცნობს ბირმინგემული ჯლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

26 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდს 1 ივლისს შეუერთდება, როდესაც „ლესტერთან“ კონტრაქტი ამოეწურება.

გასულ სეზონში „ლესტერის“ მაისურით ტილემანსმა 37 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11198