ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი, მარკო ვან ბასტენი, უკმაყოფილო დარჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გახსნის ცერემონია სასტარტო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე გაემართათ. მაყურებლის წინაშე ბრაზილიელი მომღერალი ანიტა და ნიგერიელი მუსიკოსი ბურნა ბოი წარდგნენ.
„სასაცილოა, ძალიან სასაცილო. ფეხბურთელებს მოედანზე შესვლამდე მოუწიათ ლოდინი. რატომ არ შეიძლება ამის მოწყობა მოთელვამდე? ფეხბურთელები გახურდნენ, თამაში უნდათ, მაგრამ უნდა დაელოდონ.
ფინალი ფეხბურთელებზე და ფეხბურთზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა კომერციაზე და კომედიაზე. ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვისაა, რომ მათ მეტი ბილეთის გაყიდვა შეძლონ. ასე იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და იგივეა ჩემპიონთა ლიგაზე. სასაცილოა!“, - ციტირებს ვან ბასტენის სიტყვებს FZiggo Sport.