ფეხბურთი

21:19 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის სტადიონთან ხანძარი გაჩნდა

სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონთან, რომელიც დღეს, 10 ივნისს, „მანჩესტერ სიტისა“ და „ ინტერს“ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს, ხანძარი გაჩნდა - გვამცნობს championat.com.

ქომაგები სტადიონთან დგანან და შავ კვამლს უცქერენ, რომელიც, შესაძლოა, მაშხალების ანთებამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ – „ინტერის“ შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.11447