ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება. 47 წლის სპეციალისტი „რეჯანას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
რეჯო ემილიელებმა სერია B-ს საგზური მოიპოვეს და თუ გუნდი რანგით მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს, ნესტას კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება, მანამდე კი ძალაში 2024 წლამდე იქნება.
ნესტა ბოლოს „ფროზინონეს“ თავკაცი იყო, რომელსაც 2019-2021 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „პერუჯასა“ და „მაიამის“ წვრთნიდა.