ფეხბურთი

16:15 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" "მილანიდან" დიასი დაიბრუნა

მადრიდის „რეალმა“ ბრაჰიმ დიასი დაიბრუნა, რომელიც ბოლო 3 სეზონის განმავლობაში „მილანში“ ჰყავდა განათხოვრებული.

„სამეფო კლუბმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დიასმა ახალი კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მას სამშაბათს წარადგენენ. საინტერესოა, რომ გუშინ „სამეფო კლუბმა“ „რაიო ვალეკანოდან“ კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ფრან გარსია დაიბრუნა.

ბრაჰიმ დიასი „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია, სადაც 2016-2018 წლებში 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო 2018 წელს „რეალს“ შეუერთდა და ორ სეზონში 21 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა. 2020 წლიდან მან „მილანში“ 124 თამაშში 18 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115911