კალათბურთი

10:29 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დენვერმა" "მაიამის" ისევ აჯობა და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია

„დენვერი“ NBA-ს ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია. „ნაგეტსმა“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა და სერიაში უკვე 3:1 დაწინაურდა, რაც ხელჩასაჭიდი უპირატესობაა.

სტუმრებმა გარდამტეხი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 9 ქულით მოიგეს და საბოლოოდ, 108:95 იმარჯვეს. საუკეთესო აარონ გორდონი იყო, რომელმაც 27 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა ამჯერად 23 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

„მაიამის“ ჯიმი ბატლერმა ულიდერა 25 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ამრიგად, „მაიამი“ რთულ სიტუაციაშია, შეცდომის უფლება საერთოდ აღარ აქვს.

სერიის მეხუთე მატჩი 13 ივნისს, დენვერში გაიმართება და მასპინძლები თუ მოიგებენ, ჩემპიონის ტიტულსაც მოიპოვებენ.

0.115087