ფეხბურთი

22:59 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატამ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ალვარო მორატამ მადრიდის „ატლეტიკოში“ დარჩენა გადაწყვიტა და ესპანურ კლუბთან კონტრაქტი, რომელიც 2024 წელს იწურებოდა, 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ Marca წერს.

შესაბამისად, გამოირიცხა ალვაროს იტალიაში დაბრუნება, რაზეც მედია ბოლო დღეებში აქტიურად წერდა. ესპანელ ფორვარდს „იუვენტუსს“ და „რომას“ უკავშირებდნენ, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა.

ალვარო მორატა „ატლეტიკოს“ 2019 წლის ზამთარში შეუერთდა, ხოლო 2020-2022 წლებში იჯარით „იუვეში“ თამაშობდა, ისევე, როგორც 2014-2016 წლებში. ასევე იყო, მადრიდის „რეალის“ წევრი, სადაც კარიერა დაიწყო. აწ დასრულებულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა 45 თამაშში 15 გოლი გაიტანა.

0.129915