ფეხბურთი

19:49 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუ: "თურქი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ მე მოვიგო და არა გიუნდოგანმა"

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ჩემპიონთა ლიგის წინ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდება. მან ამას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ თურქებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან მოიგოს და არა ილქაი გიუნდოგანმა, რომელიც ასევე თურქია, მაგრამ გერმანიას წარმოადგენს.

„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ფინალს ჩემს სამშობლოში ვითამაშებ. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია, მინდა ვისიამოვნო მომენტით და ყველაფერი გავიღო. წნეხს არ ვგრძნობ, თავდაჯერებული ვარ. მეტოქის გუნდში არის გიუნდოგანი, რომელსაც პატივს ვცემ, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ის გერმანიის ნაკრებში თამაშობს. ვფიქრობ, ჩვენი ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მე გავიმარჯვო, რადგან ერთადერთი თურქი მოთამაშე ვიქნები ხვალ, ვინც თასს მოიგებს“, - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.

ჩალჰანოღლუსთან ერთად პრესკონფერენციაზე იყვნენ მატეო დარმიანი და ლაუტარო მარტინესი:

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მატჩია. გარდა იმისა, რომ ფინალია, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვთამაშობდი და ჩემთვის ამიტომაც იქნება განსაკუთრებული. რასაკვირველია ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენთვის, კლუბისთვის, ჩვენი ფეხბურთელებისთვის, პერსონალისთვის და გულშემატკივრებისთვის. ვეცდებით, ჩვენი იდეებით ვითამაშოთ, რასაც გულს და თავგანწირვას დავუმატებთ, რაც განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება“, - აღნიშნა დარმიანმა.

„ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალი, რომელშიც მონაწილეობა ფეხბურთელს შეუძლია. ერთადერთი, რაც იცვლება, მაისურია. განცდები იგივეა, რაც მთელი სეზონი. აქამდე მთელი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოთი მოვედით. ბოლო საფეხურზე ვართ და ამ მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - თქვა ლაუტარო მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ მატჩი 10 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117856