ფეხბურთი

15:30 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანგისა: "სპალეტის წასვლის გამო მოწყენილები ვართ, დიდი ადამიანი დავკარგეთ"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მთლიანად გუნდსა და სეზონზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის გამო გაბრაზებული იყვნენ.

მან ასევე ისაუბრა ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლაზე და აღნიშნა, რომ გუნდმა დიდი ადამიანი დაკარგა.

„ძალიან ბედნიერ ვარ ჩემი და გულშემატკივრების გამო, სკუდეტო დავიმსახურეთ, რომელთანაც შარშანაც ახლოს ვიყავით. წარმოუდგენელი სეზონი იყო, მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, ჩემს ოჯახს, ვინც მხარი დამიჭირა და მაძლევდა ოცნების რეალიზების საშუალებას.

მომავალი? „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მაკავშირებს, რასაც კლუბი გადაწყვეტს, იმას გავაკეთებ. არ მინდა, მომავალზე ვიფიქრო, მხოლოდ აწმყოზე ვარ ორიენტირებული. მაქსიმუმის გაღებას გავაგრძელებ, დიდ გუნდში ვარ და ამით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

სპალეტი წავიდა? მოწყენილი ვარ. ჩვენ დავკარგეთ დიდი კაცი და დიდი მწვრთნელი. კარგი ადამიანია, ფეხბურთელებზე ზრუნავდა, ჩვენთან ბევრს ლაპარაკობდა, კარგი ხასიათი ჰქონდა. მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, არავინ იცის, რა მოხდა. მაგრამ, რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელია. ახალი მწვრთნელი? ჭორებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ხელმძღვანელობამ იცის რა გააკეთოს. მე არ ვწყვეტ ვინ იქნება მწვრთნელი, მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ.

ჩემპიონთა ლიგა? გაბრაზებული და მოწყენილი ვიყავით, რადგან ფინალში გასვლა შეგვეძლო. მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ საკმარისია წარსულზე ფიქრობ, რა თქმა უნდა, გაუმჯობესება შეგვიძლია“, - თქვა ანგისამ.

0.114194