ფეხბურთი

22:55 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ლოზანო შეიძლება არგენტინელი ფეხბურთელით შეცვალოს

„ნაპოლი“ ფლორენციის „ფიორენტინასა“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელით, ნიკო გონსალესით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.

ცნობილი გამოცემის ცნობით, 25 წლის შემტევი „ნაპოლის“ შეიძლება შეუერთდეს, თუ აურელიო დე ლაურენტისის გუნდი ირვინგ ლოზანოს გაყიდვას მოახერხებს. „იები“ გონსალესში 35-დან 40 მილიონ ევრომდე ითხოვენ, მაგრამ მოლაპარაკებების საფუძველზე გარიგება შეიძლება 30 მილიონ ევროდ და პლუს ბონუსების სანაცვლოდ დაიხუროს.

ნიკო გონსალესი „ფიორენტინაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 81 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „არგენტინოს ხუნიორსისა“ და „შტუტგარტის“ წევრი იყო, ხოლო არგენტინის ნაკრებში 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 2021 წელს კოპა ამერიკაც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11235