კალათბურთი

11:23 | 8.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საოცარმა ნიკოლა იოკიჩმა ფინალურ სერიაში "დენვერი" დააწინაურა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერია გრძელდება და მესამე შეხვედრა "დენვერ ნაგეთსის" გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლა იოკიჩმა და კამპანიამ „მაიამი ჰიტი“ 15 ქულიანი სხვაობით 109:94 დაამარცხა და ანგარიში თავის სასარგებლოდ 2:1 გახდა.

მატჩში ყველაზე გადამწყვეტი წვლილი ჯამალ მიურეიმ და ნიკოლა იოკიჩმა შეიტანეს. ორივე მათგანმა სამმაგი დუბლი გაიფორმა და ჩაგდებული 109 ქულიდან 66 სწორედ კანადელისა და სერბის ანგარიშზე იყო.

მიურეიმ 34 ქულა, 10 მოხსნა და ამდენივე დაფარება დააგროვა, ხოლო ნიკოლას ანგარიშზე 32 ქულა, 21 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო. მაიამიდან 28 ქულიუთ ჯიმი ბატლერი, და 22 ქულით ადებაიო გამოირჩნენ, თუმცა ეს ჰიტის გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა.

ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 10 ივნისს შედგება.

0.119036