საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა, პარიზული სასლემო ტურნირის მეოთხედფინალში 6-4 6-2 მოუგო ამერიკელ კოკო გოფს, ვინც შარშან, ფინალში ყავს დამარცხებული და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ფინალის საგზურისთვის, ის ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას დაუპირისპირდება.
„ეს იოლი შეხვედრა არ იყო. განსაკუთრებით პირველ სეტში გამიჭირდა. კოკომ სათამაშო პირობები უკეთ გამოიყენა. მიხარია, რომ ასეთი ძნელი თამაშის მოგება შევძელი. ხანდახან, მეოთხედფინალში ყველაზე რთული შეხვედრების ჩატარება გიწევს“, - განაცხადა სვიატეკმა, ვინც კონჩიტა მარტინესის 1995 წლის მიღწევის შემდეგ, პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც როლან გაროსის ნახევარფინალამდე მხოლოდ 15 გეიმი, ან ნკლები წააგო.
სვიატეკს წინა სამ სეზონში, საფრანგეთის ღია პირველობა ორჯერ აქვს მოგებული. სულ კი მის ანგარიშზე, დიდი სლემის ტურნირების სამი ტიტულია.
პირველმა ბრეიკი სვიატეკმა მოიპოვა, მაგრამ ამერიკელმა მეექვსე გეიმში ანგარიში გაათანაბრა - 3-3. და მაინც, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა შეძლო მეტოქის კიდევ ერთი გეიმის აღება და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორე სეტის მესამე გეიმში, მეტოქეებს დაძაბული პაექრობა ჰქონდათ. მაგრამ სვიატეკმა შეძლო მეტოქის გატეხვა, შემდეგ მეორე ბრეიკიც აიღო და შეხვედრა პირველივე მატჩ პოინტის მოგებით (გოფმა ბურთი ბადს მოარტყა), გამარჯვებით დაასრულა. ეს სვიატეკის და გოფის მეშვიდე დაპირისპირება იყო და პოლონელმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა.