სხვა

12:50 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს ჩოუ ჩანგ ვონს შეხვდა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტი ჩოუ ჩანგ ვონი და მსოფლიო ტაეკვონდოს ფინანსური დირექტორი ჯერი ლინგი. მათ უმასპინძლა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ მღებრიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი როინ ვარშანიძე.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში ტაეკვონდოს განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მომავალ ოლიმპიურ შეჯიბრებებზე და ქართული სპორტის მიღწევებზე.

სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტაეკვონდოს პრეზიდენტს და ფინანსურ დირექტორს სტუმრობისთვის, მიაწოდა ინფორმაცია სპორტის სხვადასხვა სახეობებში საქართველოს სპორტსმენთა ოლიმპიურ მიღწევებზე, ჩვენს ქვეყანაში ტაეკვონდოს განვითარების პერსპექტივაზე, მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოში ტაეკვონდოს ფედერაციას.

თავის მხრივ, ბატონმა ჩოუ ჩანგ ვონმა მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის და წარმატებები უსურვა ჩვენს სპორტსმენებს მომავალ მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე.

GEONOC.ORG.GE

0.113928