გიორგი მამარდაშვილი 99.9 Plaza Radio-ს ვერსიით, „ვალენსიას“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 2022-2023 წლების სეზონში.
აღნიშნულმა რადიომ გულშემატკივრებში მესამედ ჩაატარა გამოკითხვა და მამარდაშვილმა ხმების უმეტესობა მიიღო. წინა ორ შემთხვევაში საუკეთესოდ გონსალო გედეში დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ქართველი მეკარე მეორე ადგილზე გავიდა.
„ვალენსიას“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა ქულები ასე განაწილდა:
- გიორგი მამარდაშვილი - 32 ქულა
- სამუელ ლინო - 23 ქულა
- ხავი გერა - 18 ქულა
- მუქტარ დიახაბი - 16 ქულა
- ედინსონ კავანი - 15 ქულა
- ჯასტინ კლუივერტი - 13 ქულა
- დიეგო ლოპესი - 13 ქულა
- ანდრე ალმეიდა - 11 ქულა
- ხოსე ლუის გაია - 10 ქულა
- სამუ კასტილეხო - 10 ქულა
- ტონი ლატო - 9 ქულა
- იუნუს მუსა - 7 ქულა
- უგო დურო - 6 ქულა
- დიმიტრი ფულკიე - 4 ქულა
- ვასკესი - 4 ქულა
- ნიკო გონსალესი - 4 ქულა
- გაბრიელ პაულისტა - 3 ქულა
- ერაი კომერტი - 3 ქულა
- ალბერტო მარი - 3 ქულა
- ფრან პერესი - 2 ქულა
- ტიერი რენდალი - 2 ქულა
- ჯენკ ოზკაჯარი - 1 ქულა
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა 2022-2023 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ყველა მატჩი ითამაშა და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, ესპანეთის თასზე. „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება კი ბოლო ტურში მოახერხა.