ის, რაც იტალიურმა მედიამ გუშინ დაწერა, დღეს ოფიციალურად დადასტურდა - პაოლო მალდინიმ „მილანი“ დატოვა.
მალდინი 2019 წლიდან „როსონერიში“ ტექნიკური დირექტორის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ „მილანის“ მფლობელ გერი კარდინალესთან შეხვედრაზე მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
კარდინალეს პროექტში მალდინი არ ჯდება, რაც გამოწვეულია გასულ ზაფხულს გაკეთებული წარუმატებელი ტრანსფერებით. ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, ამბობენ, რომ კლუბს მასთან ერთად კლუბს სპორტული დირექტორი რიკი მასარაც დატოვებს. იტალიური მედია წერს, რომ მასარას ალბანელი იგლი ტარე შეცვლის, რომელმაც რომის „ლაციო“ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი 1985-2009 წლებში „მილანში“ თამაშობდა, ხოლო 2018 წელს კლუბში დაბრუნდა, 2019 წელს დააწინაურეს და ტექნიკური დირექტორი გახდა.