თურქეთის სუპერლიგის 38-ე ტურში საბა ლობჟანიძის „კარაგუმრუკმა“ „ქასიმპაშა“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი შესანიშნავი გოლი გაიტანა.
საბამ ანგარიში მე-14 წუთზე ოზდოევის პასით გახსნა. ლობჟანიძემ „კარაგუმრუკში“ მეორე გოლი გაიტანა მეათე მატჩში, მანამდე „ჰატაისპორში“ ერთხელ გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, მან 6 საგოლე პასი მიითვალა.
„კარაგუმრუკმა“ სეზონი 51 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ლობჟანიძე ამ გუნდში იჯარით იყო, ჯერ კიდევ „ჰატაისპორის“ საკუთრებაა, მაგრამ უცნობია, დაუბრუნდება თუ არა, ანტაკიურ კლუბს.