კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის ჩემპიონის „ალ-იტიჰადის“ წევრია.
საუდელებმა ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
ბენზემამ 14-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა მადრიდის „რეალი“ და თავის მომავალი 2026 წლამდე „ალ-იტიჰადს“ დაუკავშირა. ცნობილია, რომ 35 წლის ფრანგი ახალ კლუბში 2 წლის განმავლობაში 200 მილიონ ევროს მიიღებს.
2022/23 წლების სეზონში „ალ-იტიჰადმა“ 5 ქულით აჯობა კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.