„პარი სენ ჟერმენი“ კრისტოფ გალტიეს დაითხოვს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც ჩანს, ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლება გადაწყვეტილია, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო. თუმცა, მთავარი მიზანი, ჩემპიონთა ლიგა ისევ მიუღწეველი დარჩა.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის გალტიეს, რომელიც პარიზელთა მთავარ მწვრთნელად გასული ზაფხულიდან მუშაობდა. ყველაზე აქტიურად ლუის ენრიკეს შესახებ წერენ, თუმცა ბოლო ცნობებით, იულიან ნაგელსმანთან პარიზელებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ კრისტოფ გალტიე მანამდე „სენტ ეტიენსა“ და „ნიცაში“ მუშაობდა.