სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ულსან ჰიუნდაიმ“ „სუვონი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა, ვაკო ყაზაიშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ყაზაიშვილს K ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.
„ულსან ჰიუნდაი“ 41 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „პოჰანგს“ 11 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 11 ივნისს „სეულს“ ესტუმრება.