„მილანს“ პაოლო მალდინი დატოვებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია.
მალდინი, რომელიც 2019 წლიდან „როსონერიში“ ტექნიკური დირექტორის ფუნქციას ასრულებდა, კლუბს დაუყოვნებლივ დატოვებს. „მილანის“ მფლობელ გერი კარდინალესთან შეხვედრაზე მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
კარდინალეს პროექტში მალდინი არ ჯდება, რაც გამოწვეულია გასულ ზაფხულს გაკეთებული წარუმატებელი ტრანსფერებით. მასთან ერთად კლუბს სპორტული დირექტორი რიკი მასარაც დატოვებს. იტალიური მედია წერს, რომ მასარას ალბანელი იგლი ტარე შეცვლის, რომელმაც რომის „ლაციო“ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი 1985-2009 წლებში „მილანში“ თამაშობდა, ხოლო 2018 წელს კლუბში დაბრუნდა, 2019 წელს დააწინაურეს და ტექნიკური დირექტორი გახდა.