ფეხბურთი

0:54 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგი" ისევ ბუნდესლიგის მიღმა დარჩა, "შტუტგარტი" გადარჩა

„ჰამბურგი“ ისევ ბუნდესლიგის მიღმა დარჩა. ტიტულოვანი გერმანული გუნდი, მას შემდეგ ისტორიაში პირველად გავარდა ელიტიდან (2018 წელს), ვერაფრით ახერხებს ბუნდესლიგაში დაბრუნებას და ყოველთვის ძალიან ცოტა აკლდება.

ამჯერადაც ასე მოხდა: ჯერ იყო და, მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ჰამბურგის“ ფანებმა ბუნდესლიგაში აღზევება ნაადრევად იზეიმეს, რამაც ისინი კომიკურ ვითარებაშიც ჩააგდო. საბოლოოდ, HSV-ს პლეი-ოფში თამაში მოუწია, სადაც „შტუტგარტთან“ უშანსოდ, ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა.

„შვაბებმა“ შინ 3:0 მოიგეს, ამჯერად კი სტუმრადაც იმარჯვეს - 3:1. შედეგად, „შტუტგარტმა“ ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „ჰამბურგი“ მომდევნო სეზონსაც მეორე ბუნდესლიგაში გაატარებს, იმ იმედით, რომ მორიგ ცდაზე მაინც მოახერხებს ელიტაში დაბრუნებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113329