სხვა

23:12 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმ ჰაინსი - პირველი მამაკაცი, ვინც 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებში გაირბინა, გარდაიცვალა

ამერიკელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჯიმ ჰაინსი, ვინც 1968 წელს, მსოფლიოში პირველმა, 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებში გაირბინა, 76 წლისა გარდაიცვალა.

ჰაინსმა მექსიკოს 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 100 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ მან დისტანცია 9.95 წამში გაირბინა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, რომელიც 15 წელი ვერავინ გააუმჯობესა. პირველი, ვინც უფრო სწრაფად გაირბინა, კელვინ სმიტი იყო (9.93 წამი).

მექსიკოშივე, ის მეორე ოქროს 4x100 მეტრზე სპრინტში დაეუფლა. შემდგ მან სპორტის სახეობა შეიცვალა და ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში (ამერიკული ფეხბურთი), „მაიამი დოლფინსის“ შემადგენლობაში დაიწყო თამაში. შემდეგ „კანზას სიტი ჩიფსში“ გადავიდა.

0.116965