ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთიდან წასვლა „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ პირდაპირ სტადიონზე დააანონსა, სადაც მან გულშემატკივრებს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთ მომენტში იბრას „სან სიროზე“ მყოფმა „ვერონას“ ფანებმა დაუსტვინეს, რაზეც შვედს ჩვეული პასუხი ჰქონდა:
„უსტვინეთ, უსტვინეთ, ეს თქვენი წლის მომენტია, რადგან მე მიყურებთ“, - თქვა ზლატანმა, რამაც „მილანის“ ფანების დიდი ოვაციები ბუნებრივია გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა.