„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ გამორიცხავს.
„ჯერ მინდა მომავალ სეზონში ევროზე ვითამაშო. მნიშვნელოვანია მოკლე და საშუალოვადიანი მიზნების განხილვა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. შესაძლოა, 2026-ის მუნდიალზეც ვითამაშო.“ - ციტირებს რონალდუს სიტყვებს The Straits Times.
რონალდუმ 2022/2023 წლების სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაიწყო, თუმცა მოგვიანებით გუნდი მწვრთნელთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა. საუდის არაბეთის ჩემპიონატში გასულ სეზონში პორტუგალიელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ალ-ნასრმა“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.