ფეხბურთი

11:18 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანმა კარიერა დაასრულა

„მილანის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ის გუნდს კვირას, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ვერონასთან“ გამარჯვების შემდეგ (3:1) დაემშვიდობა. შემდეგ კი „სან სიროს“ პუბლიკას მიმართა.

„ამ ადგილთან ბევრი მოგონება და ემოცია მაკავშირებს. პირველად რომ ჩამოვედი ბედნიერება ვიგრძენი, მეორედ - სიყვარული. დიდ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს მხარაჭერისთვის. ვემშვიდობები ფეხბურთს, მაგრამ არა თქვენ. ნახვამდის!“ - ციტირებს შვედი ვარსკვლავის სიტყვებს Forza Milan.

ვარაუდობდნენ, რომ იბრაჰიმოვიჩი ევრო 2024-მდე გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ გამუდმებულმა ტრავმებმა მას სხვა გადაწყვეტილება მიაღებონა.

წლეულს ოქტომბერში ზლატანი 42 წლის გახდება.

0.107234